რუსებმა სლავიანსკი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები – ქალაქის მერი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რაიონში, სლავიანსკი დაბომბეს. ქალაქის მერის, ვადიმ ლიახის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
„სლავიანსკში მასიური სროლაა. ყველაზე მასშტაბური ბოლო დროის მანძილზე. არის ბევრი დაღუპული და დაშავებული“, – აცხადებს მერი.
მერის თქმით, ქალაქში ამ წუთებში ხანძრის 15 კერა ფიქსირდება. მისი ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 15.