გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი შსს-ს მადლობას უხდის

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით “ტვიტერზე” პოსტს აქვეყნებს და პოლიციელებს მადლობას უხდის.

„ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი პოლიციის მიმართ გამოთქმულ მადლობებს კანონის უზენაესობისა და თბილისი პრაიდზე მყოფი ყველა პირის დაცვისათვის. ეს წინ წადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში“,- წერს ბერესფორდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები