ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე მდ. რიონი ადიდდა და გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც აღნიშნული საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე,  აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები