პოლიციამ მთაწმინდაზე ჰომოფობიური აქციის 17 მონაწილე დააკავა

მთაწმინდაზე, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე აქციის 17 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას “კვირას” შს სამინისტროში უდასტურებენ.

უწყების ცნობით, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ პრორუსული დაჯგუფება “თბილისი პრაიდის” ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებს და ცდილობს, ხელი შეუშალოს ღონისძიებაზე მიმსვლელ ხალხს.

ცნობისთვის, დღეს სპეციალური განცხადებით აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა და მათ კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები