მიკოლაევის დაბომბვა ინტენსიურად გრძელდება – ოკუპანტებმა დღეს 10 რაკეტა გაუშვეს

რუსი ოკუპანტები მიკოლაევის მასიურ სარაკეტო თავდასხმას აგრძელებენ. ქალაქის მიმართულებით მხოლოდ დღეს უკვე 10 რაკეტაა გაშვებული. ამ დროისთვის ცნობილია, რომ იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა.

როგორც სოციალურ ქსელში მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა დაწერა, “ჭურვები კერძო საწარმოებს მოხვდა, მათგან ერთ-ერთს სერიოზული ზიანი მიადგა”.

მან ასევე თქვა, რომ 30 ივნისს მტერმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქის შორეულ რაიონებს, რის შედეგადაც 18 კერძო სახლი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები