გიორგი ამილახვარი: ანრი ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო, რისი მომსწრენიც გავხდით

ანრი ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო, რისი მომსწრენიც გავხდით, – ასე ეხმიანება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი გუშინ აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, ხალხი ბრძენია და მიხვდება, რასთანაც გვაქვს საქმე და რეალურად ვინ დგას დასავლურ ღირებულებებზე.

“ანრი ოხანაშვილი არის გამორჩეული პატრიოტი, უმაღლესი დონის პროფესიონალი და ძალიან გაწონასწორებული და ღირსეული ადამიანი! მისი წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო, რისი მომსწრენიც გავხდით. თუმცა, ხალხი ბრძენია და მიხვდება, რასთანაც გვაქვს საქმე და რეალურად ვინ დგას დასავლურ ღირებულებებზე! “, – წერს გიორგი ამილახვარი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები