უმაღლეს რადაში ევროკავშირის დროშა დამონტაჟდა
უკრაინის უმაღლეს რადაში ევროკავშირის დროშა დამონტაჟდა, – წერს სოციალურ ქსელში რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი.
“უკრაინის უმაღლეს რადას ევროკავშირის დროშა უხდება. ფერითაც და მნიშვნელობითაც”, – წერს სტეფანჩუკი.
დღეს უმაღლეს რადას სიტყვით ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართა.