დედამიწას “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას 3 ივლისს ასტეროიდი 2022 JE1 მიუახლოვდება, რომელსაც მეცნიერები “პოტენციურად საშიშს” უწოდებენ.

NASA-ში აცხადებენ, რომ ასტეროიდის დიამეტრი 50-დან 155 მეტრამდეა.

მოსალოდნელია, რომ ის დედამიწას 3,29 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება.

მეცნიერები კოსმოსურ სხეულს “პოტენციურად საშიშს” უწოდებენ, რადგან მასსა და დედამიწას შორის მანძილი, 7,48 მილიონ კილომეტრზე ნაკლები იქნება.

2022 JE1 დედამიწას მხოლოდ ხუთ წელიწადში – 2027 წლის 14 ივლისს ჩაუვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები