თურქეთში, საქართველოს საზღვართან, ავტობანზე მეწყერი ჩამოწვა, არის მსხვერპლი(ვიდეო)

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქემალფაშას რაიონში მეწყერი ჩამოწვა, ლოდებმა გზის პირას გაჩერებული სატვირთო მანქანები დააზიანეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 გამვლელი სატვირთო დაზიანდა, ორი მათგანი ნანგრევების ქვეშ მოექცა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

აღნიშნულ გზაზე მოძრაობა გადაკეტილია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები