გაყიდვებისა და მარაგების მართვა ოპტიმოს საშუალებით

მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯერებისთვის ყველაზე რთული ამოცანა მარაგების კონტროლია. რა ტიპის ბიზნესსაც უნდა ფლობდე, თუ არ იცი კონკრეტულად რა რაოდენობის პროდუქტი გაქვს მარაგში, როგორია შენი ობიექტის რეალიზაცია, რა პროდუქცია გაქვს შესასყიდი სასწრაფოდ, კრახით დასრულდება შენი წამოწყება.

იმისათვის, რომ სწორად მართო ბიზნესი, იცოდე როგორ ვითარდება მოვლენები შენს მაღაზიაში და იზრუნო მუდმივ განვითარებაზე, გჭირდება თანამედროვე ხელსაწყო ოპტიმო, რომელიც ყველანაირად გაგიმარტივებს საქმეს.

ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის. იგი იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას გაყიდული, საწყობში და დახლებზე არსებული პროდუქციის შესახებ, რის მიხედვითაც შეგიძლია, აწარმოო შესყიდვები საჭირო დროს საჭირო რაოდენობით. გარდა ამისა, ოპტიმო გაწვდის სიგნალს იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც ყველაზე გაყიდვადია, ან პირიქით უჭირს რეალიზაცია. ეს კი გეხმარება, დაგეგმო აქციები თუ სხვა მარკეტინგული აქტივობები.

მაღაზიის პროგრამა ოპტიმო განკუთვნილია ნებისმიერი კატეგორიის ობიექტისთვის –  იქნება ეს დრაივი, მარკეტი, აქსესუარების, ავტონაწილების, ტექნიკის მაღაზია, საკონდიტრო, კაფეტერია თუ სხვა..  ყველგან, სადაც საჭიროა მარაგების აღრიცხვა, კონტროლი, სწორი ინფორმაციის მიღება გაყიდვებზე, შესყიდვების წარმოება, სტატისტიკები და ანალიტიკა – დაგჭირდებათ და გამოგადგებათ ოპტიმო.

მისი დაკავშირება შეიძლება სასწორთან, სალარო აპარატთან და ბანკის პოს ტერმინალთან . პროგრამა ინტეგრირებულია rs.ge-თან, რაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ზედნადებების დადასტურებასა და პროგრამაში ასახვას. იგი გამოირჩევა მარტივი და ინტუიციური მართვის პანელით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ძირითადი ინფორმაცია  ბიზნესის შესახებ თავმოყრილია ერთ სივრცეში.

გარდა ამისა, ოპტიმოს აქვს მოსახერხებელი სალაროს პროგრამა, რომელიც გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით, რაც უადვილებს მოლარეს მუშაობას და შეფერხების გარეშე ემსახურება მომხმარებელს.

რითაა გამორჩეული ოპტიმოს სალაროს პროგრამა?

  • მოლარეს შეუძლია გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა მარტივი ფუნქციონალით, ფოტო, დასახელება და სხვა.
  • საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში
  • არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი
  • გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება
  • შეამოწმოს გაყიდვების ისტორია

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ოპტიმოთი უნდა ეწვიოთ საიტს optimo.ge  მოითხოვოთ დემო და შეავსოთ აპლიკაცია, სადაც აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული – სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, იმეილი, კომპანიის დასახელება. მოთხოვნის გაგზავნიდან უმოკლეს დროში ოპტიმოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ამომწურავ პასუხს გაგცემთ ყველა კითხვაზე.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ოპტიმოს გამოყენება პირველი 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოა, შემდეგ კი თვეში 40 ლარად შეძლებთ მისით სარგებლობას.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები