ლევან ნიკოლეიშვილი: წმინდად რუსული პროპაგანდის ნარატივში ეფესბეს სახელმძღვანელოებიდან, რამდენიმე წუთის წინ, შავნოდარის ახალმა რუპორმა, უდუმაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

„ძალიან კი გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამე დაემართოს, მაგრამ ამ ქვეყნის მტრების ჯინაზე, დიდხანს და ჯანმრთელად იქნება“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, რამდენიმე წუთის წინ შავნოდარის ახალმა რუპორმა, უდუმაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

„წმინდად რუსული პროპაგანდის ნარატივში, წმინდად ეფესბეს სახელმძღვანელოებიდან, რამდენიმე წუთის წინ შავნოდარის ახალმა რუპორმა, ზალიკო უდუმაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს… ჰოდა გამგები რომ გაიგებს, იმას მივმართავ, რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის ჭეშმარიტი მოწაფეები თქვენ გვერდით, ძალიან ახლოს არიან. ფაქტობრივად, სამეგობრო წრეში… ძალიან კი გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამე დაემართოს, მაგრამ ამ ქვეყნის მტრების ჯინაზე, დიდხანს და ჯანმრთელად იქნება…“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები