“ნატო საზღვრებთან მეტ რუსეთს მიიღებს” – დუმის სპიკერი სტოლტენბერგს დაემუქრა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვების საპასუხოდ თქვა, რომ “ნატო თავის საზღვრებთან მეტ რუსეთს მიიღებს”.
29 ივნისს იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის სხდომის დაწყებისას თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრით იმის საპირისპირო შედეგი მიიღო, ვიდრე პროგნოზირებდა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით რუსეთი საკუთარ საზღვრებთან “მეტ ნატო-ს მიიღებს”.
“სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია. თუ ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ნატო-ს, ალიანსის საზღვრებთან მეტი რუსეთი იქნება”, – თქვა ვოლოდინმა.