„ვფიქრობ, ეს არ არის ბოლო ბრალი, რომელიც სააკაშვილს წაუყენეს“

  პოლიტოლოგი, იურისტი, კახა კახიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე ბრალი კვლავ დაუმძიმდება. ამის შესახებ კახიშვილმა ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წაყენების კომენტირებისას განაცხადა.
“ვფიქრობ, ეს არ არის ბოლო ბრალი, რომელიც სააკაშვილს წაუყენეს. სავარაუდოდ, პროკურატურა ყველა იმ გახმაურებულ საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მთელი ციკლის განმავლობაში დაკავებული იქნება მისთვის ბრალის წარდგენით, ფრომულირებით და ა.შ“,- განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუძიმდათ. მანამდე, 2014 წლის 24 აპრილს, აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. მათ მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები