ბელგია 1-ელი ივლისიდან რუსებზე ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს
რუსეთში ბელგიის საკონსულო 1-ელი ივლისიდან მოკლევადიანი, მათ შორის, ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს.
ამის შესახებ Ukrinform-ი სავიზო ცენტრების ოპერატორ VFS Global-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ივლისიდან ბელგიის სავიზო ცენტრი მიიღებს მხოლოდ სტუდენტურ, სამუშაო და ოჯახის გაერთიანების მიზნით ვიზებზე განაცხადებს.
ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს საბერძნეთის საკონსულოს მოსკოვში, პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში.
ჩეხეთის მთავრობამ რუსეთისა და ბელარუსიის მოქალაქეებისთვის ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემა 2023 წლის მარტამდე შეაჩერა.
მოსკოვში დანიის საელჩომ მაისის ბოლოს მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად, გარდა ოფიციალური ვიზიტებისა, განაცხადების მიღება შეაჩერა.