აშშ-ის დაზვერვა: პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება, მაგრამ მისი ძალები საბრძოლო მოქმედებების შედეგად, იმდენად დეგრადირებულია, რომ სავარაუდოდ, მხოლოდ მცირე პერსპექტივას მიაღწევენ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა განაცხადა.

„ჩვენ კვლავ იმ სიტუაციაში ვართ, როდესაც პრეზიდენტ პუტინს ვუყურებთ და მივიჩნევთ, რომ მას იგივე პოლიტიკური მიზნები აქვს, რაც ადრე ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა სურს“, – აცხადებს ჰეინსი.

მისი თქმით, ამერიკის დაზვერვამ მოკლევადიან პერიოდში უკრაინაში რუსეთის ომის განვითარების სამი შესაძლო სცენარი შეიმუშავა. ყველაზე სავარაუდო სცენარი გაჭიანურებული კონფლიქტია, რომელშიც რუსეთს მხოლოდ უმნიშვნელო მიღწევები ექნება. დანარჩენი სცენარი რუსეთის ფართომასშტაბიან გარღვევას ან უკრაინული ძალების მიერ ფრონტის ხაზის წარმატებულ სტაბილიზაციას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები