იენს სტოლტენბერგი: ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატოს ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე დაბალ დონეზეა

Keynote speech by NATO Secretary General, Jens Stoltenberg, participating in the Ottawa Conference on Security and Defence, organised by the Conference of Defence Associations (CDA).

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ცივი ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობები ყველაზე უარესია.

მისი თქმით, ნატო ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებისთვის.

„რუსეთი მიწვეული იყო ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და 2010 წელს ნატოს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლებოდა, მაგრამ ეს არის რუსეთი, რომელიც დაშორდა პარტნიორობის დამყარების მცდელობებს.

მან ეს გააკეთა თავისი ქცევითი – ძალის გამოყენებით საქართველოს წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიით და ძალის გამოყენებით დონბასში აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან.

ნატოს ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე დაბალ დონეზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ უდავოა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები