რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს

რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს.

აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა  წინააღმდეგობა გაუწიოს კიბერშეტევების მიმართ რუსეთსა თუ სხვას.

დამატებითი 5 მილიონი ფუნტი დაეხმარება საქართველოს გამოავლინოს და მოიგერიოს საფრთხეები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ჩვენი საერთო უსაფრთხოება“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები