უკრაინამ ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლის შედეგად, 144 სამხედრო, მათ შორის 95 „აზოვსტალის“ დამცველი გაათავისუფლა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა განხორციელდა, რის შედეგადაც ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს, მათ შორის 95 „აზოვსტალის“ დამცველია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „აზოვსტალის“ 95 დამცველიდან, 43 „აზოვის პოლკის“ სამხედროა.

„გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან და ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობები, ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიყენებული დაზიანებები, დამწვრობა, მოტეხილობები, კიდურების ამპუტაცია. ყველა მათგანი გადის შესაბამის სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას ყველა დატყვევებული დამცველის დაბრუნებაზე“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები