გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელი პოლიტიკა, რაც აქვს “ქართულ ოცნებას”, არის სწორი, პრაგმატული
“მათ ხედვებთან დაკავშირებით მე ვერ ვისაუბრებ. თავად ისაუბრებენ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის მიერ “ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების საკითხს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკა სწორი და პრაგმატულია.
“მათ ხედვებთან დაკავშირებით მე ვერ ვისაუბრებ. თავად ისაუბრებენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელი პოლიტიკა, რაც აქვს “ქართულ ოცნებას”, არის სწორი, პრაგმატული. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ასევე, შიდა პოლიტიკურ წრეებთან”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.