მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ გოგონას მიკროავტობუსი დაეჯახა

  მეტროსადგურ „ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულე გოგონას დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები