ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რომ რუსეთის მიერ კრემენჩუკის დაბომბვა ტერორისტულ აქტად აღიაროს და აგრესორი ქვეყანა დასაჯოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რომ რუსეთის მიერ კრემენჩუკის დაბომბვა ტერორისტულ აქტად აღიაროს და აგრესორი ქვეყანა დასაჯოს.

ამის შესახებ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს გაეროს არ აქვს ტერორისტი სახელმწიფოს სამართლებრივი განსაზღვრება, მაგრამ ასე თუ ისე საჭიროა ამ სტატუსის უზრუნველყოფა იურიდიულად, რათა დაისაჯოს ტერორისტი სახელმწიფო. გთავაზობთ, რომ გაკეთდეს განცხადება და მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო.

გაეროს წესდება მოიცავს ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მშვიდობის მხარდაჭერას. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წევრი სახელმწიფო, რომელიც ამ პრინციპს არღვევს, შესაძლოა, გენერალური ასამბლეიდან და უშიშროების საბჭოდან გაირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას ჯერ კიდევ არ უგია პასუხი საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები