რუსმა ოკუპანტებმა პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში დაწერა.
“სავაჭრო ცენტრი იწვის, სადაც ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა იერიშის შედეგად. არ ყოფილა არავითარი საფრთხე რუსეთის არმიისთვის. არანაირი სტრატეგიული ღირებულება. იყო მხოლოდ ხალხის მცდელობა, ეცხოვრათ ნორმალური ცხოვრებით…”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.