ერაყში ქოლერით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, სეიფ ალ-ბადრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ქოლერის ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ 76 შემთხვევა დადასტურდა.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა კირკუკის პროვინციაში დაფიქსირდა. ბოლო ერთ დღეში კი ინფიცირების 17 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ქოლერით ინფიცირების პირველი შემთხვევა კირკუკის პროვინციაში ივნისში გამოვლინდა.

ამჟამად კი, მედიკოსები ინფიცირების შემთხვევებს აფიქსირებენ ქვეყნის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის, ერბილის, სულეიმანიას, დიალას, მუთანას, დჰი- ქარის და ბაბილის პროვინციებში, ასევე, დედაქალაქ ბაღდადში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები