დავით ნარმანია “ვარდების მოედანზე” მდებარე ველოსიპედის სკულპტურის გადატანას გეგმავს

  თბილისის მერი დავით ნარმანია “ვარდების მოედანზე” მდებარე ველოსიპედის სკულპტურის გადატანას გეგმავს. თბილისის ახლად არჩეული მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ძეგლი უსახურია და გაურკვეველი წარმომავლობის სკულპტურა იქ არ უნდა იდგეს, სადაც დგას.
“ის შეიძლება, მაგალითად, 9-წლიანი მმართველობის სიმბოლოდ დავდგათ ქალაქის შემოგარენში, რომ ტურისტებს საშუალება ჰქონდეთ, ნახონ, როგორი მიდგომები იყო ძეგლებთან და, საერთოდ, არქიტექტურის განვითარებასთან დაკავშირებით. პატარა ისტორიასაც მივაწერდი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, მისივე თქმით, იგი არ აპირებს ძეგლების გადატანის საკითხზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს. თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის განვითარების თაობაზე საკრებულოს შესაბამისი სამსახური მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები