მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, გვქონდეს დიალოგი ინდოეთთან იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის – ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც დღეს გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელებენ

ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ, გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ინდოეთში იმყოფება.

„მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დიალოგი ინდოეთთან იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განვიხილოთ ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება ზოგადად გლობალურ განვითარებებს, ჩვენს რეგიონში განვითარებებს, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც არის ჩვენ ურთიერთობების დღის წესრიგში. ფორუმში საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ, გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის მოწვეული იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც დღეს იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზე. იქნება მსჯელობა იმ ხედვაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეკონომიკური ურთიერთობები, იმ ცვალებად მსოფლიოში რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები