ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგური „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“.

რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები