საავტომობილო გაზი გაძვირდა

  საავტომობილო გაზის ტარიფი გაიზარდა. კომპანიების უმრავლესობაში გაზის ფასი 5 თეთრით გაიზარდა და 1.10 ლარი შეადგინა. ბუნებრივი აირით მოსარგებლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, იმედა დვალიძის განმარტებით, ფასების ზრდა კომპანიების გაკოტრების საფრთხემ გამოიწვია.
“ფასების მატება რომ არ მომხდარიყო, ბევრი კომპანია იძულებული გახდებოდა, გაჩერებულიყო და გაკოტრდებოდნენ. სხვა გამოსავალი კომპანიებს ბაზრის სიტუაციიდან გამომდინარე აღარ ჰქონდათ. ის ზრდა, რომელიც არის მინიმალური, აუცილებელია იმისთვის, რომ კომპანიებმა განაგრძონ არსებობა, დაფარონ მათ წინაშე არსებული ვალდებულებები, ხარჯები. ეს მოქმედება აუცილებელია იმ მინიმალური საჭიროებებისთვის, რაც უკავშირდება ამ გაზგასამართი სადგურების არსებობის შენარჩუნებას. ეს ტარიფი ან არ ტოვებდა მოგების მარჟას, ან ტოვებდა მინიმალურს, რომელიც განკუთვნილი იყო, რომ ვალდებულებებისთვის მომსახურება გაეწიათ”, – აღნიშნა დვალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები