ცესკომ მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია გამართა

მედია გარემო და არჩევნები – ამ საკითხზე მსჯელობდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და მედიის წარმომადგენლები კონფერენციაზე, რომელიც ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს. კონფერენციის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს ექსპერტებისგან რასტო კუზელისა და მარიამ გოგოსაშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ თუ როგორია საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში როგორებიცაა: საინფორმაციო გარემო და მისი გავლენა მოქალაქეთა ინფორმირებულ არჩევანზე, საარჩევნო პროცესების დროს მედია გარემოს გაუმჯობესების შესაძლო გზები, მედია ანგარიშგება საარჩევნო პროცესებზე, საარჩევნო პროცესებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სოციალური მედიის გავლენა საარჩევნო პროცესებზე. გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში, მხარეებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც თავს იჩენს საარჩევნო პროცესის გაშუქებისას. გაიმართა მსჯელობა ამ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლო გზებთან მიმართებაში.

ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან დანგაძემ შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა და დეტალურად ისაუბრა იმ სტრატეგიის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მედიის 30-მდე წარმომადგენელი იღებდა 23 ივნისს ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრას მოდერაციას ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები