“რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბვის ტაქტიკა შეცვალა” – უკრაინის შსს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქების მასიური სარაკეტო დარტყმების ტაქტიკა შეცვალეს.

ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ ტელეარხ “ესპრესოს” ეთერში თქვა.

მისი თქმით, ადრე ოკუპანტი უკრაინის ქალაქების მიმართულებით რამდენიმე ფრთოსან რაკეტას უშვებდა, ახლა კი ერთდროულად უტევენ ათობით ბომბით სხვადასხვა მიმართულებიდან, რომ მოხდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების არევა.

„გაშვებული რაკეტები შექმნილია გასული საუკუნის შუა წლებში და გამიზნული იყო ავიამზიდების, კრეისერებისა და საზღვაო გემების განადგურებაზე. მათ აქვთ ათას კილოგრამამდე ფეთქებადი მუხტი და სიჩქარე 3-4 ათას კილომეტრამდე, ასე რომ მათი ჩამოგდება რთულია“, – თქვა მან.

დენისენკომ დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს საბჭოთა იარაღისა და საბრძოლო მასალის დიდი მარაგი, რომელიც განკუთვნილია არაწერტილოვანი დარტყმებისთვის, არამედ – რაც შეიძლება მეტი ნგრევის გამოწვევაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები