გურამ მაჭარაშვილი – არახამიაზე: ამ ადამიანს პირდაპირ აქვს სურვილი, რომ საქართველოში დესტრუქცია იყოს და ის რუსეთის ინტერესებს ემსახურება
არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, მისი განცხადებები არის დესტრუქციული, ომისკენ მოწოდება და ა.შ. მისი რაღაც ლოზუნგები, თითქოს, საქართველოა ჩართული რუსეთთან მხარდაჭერაში, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დავით არახამიას რუსეთთან კავშირი უკვე დადგენილია.
“არავის სჯერა ისეთი ადამიანების განცხადებების, რომელთაც ვერ გაურკვევიათ, რომელ სამშობლოს და საერთოდ ვის ემსახურებიან. რაც შეეხება რუსეთთან მის კავშირს, რუსეთთან მისი კავშირიც დადგენილია. არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ვის ინტერესში შედის ის, რომ საქართველოში პროვოკაცია და დესტრუქცია იყოს, ევროპის, თუ რუსეთის? ამ ადამიანს პირდაპირ აქვს სურვილი, რომ საქართველოში დესტრუქცია იყოს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
სამწუხაროდ, ვიცი უკრაინის სხვა თანამდებობის პირთა სამარცხვინო განცხადება, რაც ვერ დაადასტურეს, თუმცა ამ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რაც ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა დაადგინეს და გვითხრეს, რომ იქნება დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ამასთან, მისივე თქმით, „ივანიშვილი ჩართულია ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.