მარიუპოლში ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს – ოკუპანტები მათ დაკრძალვას არ აპირებენ

მარიუპოლში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაღუპული კიდევ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ში დაწერა.

“ახალი სამწუხარო აღმოჩენები, ლევობერეჟნის რაიონში შენობების შემოწმებისას, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. ცხედრები ნანგრევების ქვეშ რჩება. ოკუპანტები მათ ამოყვანას და დაკრძალვას არ აპირებენ“, – დაწერა მან.

ანდრიუშჩენკოს თქმით, ქალაქში ექსჰუმაცია გრძელდება.

“პრიორიტეტია სკოლები და საბავშვო ბაღების ეზოები. ექსჰუმაციის შემდეგ, აქ ამუშავებენ სუნიან ორმოებს. ექსჰუმაციის შემდეგ, ქუჩების და ეზოების დამუშავება არ ხდება”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები