სასჯელაღსრულების მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ელჩს სისტემაში არსებული ვითარება გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სამინისტროს მიზანია, ადამიანის უფლებების დაცვის გათვალისწინებით, სისტემაში მაქსიმალური წესრიგის დამყარება.
“ჩვენ ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს, რომ სისტემა დაიხვეწოს და ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ”, – განაცხადა მინისტრმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გაწეული დახმარებისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა სამინისტროში დაგეგმილი პროექტები, მათ შორის ინდივიდუალური რისკის შეფასების ინსტრუმენტი, სარეაბილიტაციო პროგრამები მიმოიხილა და განაცხადა, რომ ევროკავშირი, პენიტენციური სისტემის გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას და თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები: არჩილ თალაკვაძე, ბესიკ დევდარიანი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები