ედიშერ გვენეტაძე – აქციის ორგანიზატორებზე: ვითომდა გულიანადაც ბილწსიტყვაობენ რუსეთის მიმართ და გაიძახიან – პუტინ-ს, პუტინ-ის მაგრამ ირკვევა, რომ სინამდვილეში არსებობენ პუტინ-ით

წარმოშობით ქართველ არახამიას რუსული ბიზნესებისა და შემოსავლების გამო მშობლიურ რუსულ ენაზე საუბრის დათმობა არამც და არამც არ სურს, გრიგოლ ვაშაძეს ასევე რუსული კულტურის, ენისა და ფსბ-ს საბუთის დათმობა, ლიაკას და მის ოჯახს რუსული რუბლებისა დათმობა თურმე იმისთვის სურს, რომ ვოლოდიამ ტანკი არ იყიდოს (ამ დროს ტანკს კი არ ყიდულობს მოსკოვი იქით ყიდის)! , გია მარქარაშვილს (მარქაროვს) კი რუსი ბიზნესმენი მინდიას ფულებით ბინების ყიდვა დაუწყია!, ხოლო ნაცპარტიის თავმჯდომარე ნაყოფიას მისი კრემლის გენერალთა წილებზე მოცდენა. ამ დროს სხვებს თავს დასჩხავიან ეს რუსის პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკური შვილები! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „შინ ევროპისკენ“ აქციის მონაწილეებს.

„ საოცარია ზედმეტად გავეშებულ საქართველოს ვითომ “პატრიოტთა”: ლიაკა ხოშტარიას, დათიკო არახამიას, გრიგოლ ვაშაძის, გიგა მარქარაშვილის(მარქაროვის), კობა ნაყოფიას….. საქმენი საგმირონი და მათზე გადმოსული რუსული რუბლები და კრემლის მირონი!
“იღწვიან”, “იბრძვიან”, ხტუნავენ, მანქანებს ახტებიან, ვითომდა რუსულ ტყვიას გულს უშვერენ და გულიანადაც ბილწსიტყვაობენ რუსეთის მიმართ,
და გაიძახიან:
პუტინ-ს,
პუტინ-ის
მაგრამ ირკვევა, რომ სინამდვილეში არსებობენ
პუტინ-ით!
და სიკვდილის ფასადაც კი არ არ უნდათ ამათგან ზოგიერთს:
მაგ: წარმოშობით ქართველ არახამიას რუსული ბიზნესებისა და შემოსავლების გამო მშობლიურ რუსულ ენაზე საუბრის დათმობა არამც და არამც არ სურს,:
გრიგოლ ვაშაძეს ასევე რუსული კულტურის, ენისა და ფსბ-ს საბუთის დათმობა:
ლიაკას და მის ოჯახს რუსული რუბლებისა დათმობა, თურმე იმისთვის სურს რომ ვოლოდიამ ტანკი არ იყიდოს(ამ დროს ტანკს კი არ ყიდულობს მოსკოვი იქით ყიდის)!
გია მარქარაშვილს(მარქაროვს) კი რუსი ბიზნესმენი მინდიას ფულებით ბინების ყიდვა დაუწყია!
ხოლო ნაცპარტიის თავმჯდომარე ნაყოფიას მისი კრემლის გენერალთა წილებზე მოცდენა!
ამ დროს სხვებს თავს დასჩხავიან ეს რუსის პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკური შვილები!
და უხავიან!
ჰაიტ თქვენ რუსეთუმეებოო!
ჰოდა ამნაირებზეა სწორედ ნათქვამი: ” “ჩემი შენ გითხარი და პუტინი მიგიკალიო” – წერს გვენეტაძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები