ანტონიო გუტერეში: აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მას უფრო სასიკვდილოს გახდის

აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ შეაჩერებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ეს პროცედურა და „ეს მას უფრო სასიკვდილოს ხდის“, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეში გამოეხმაურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.

„სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის არჩევანის, უფლებამოსილებისა და თანასწორობის საფუძველი მსოფლიოს ქალებისა და გოგონებისთვის. აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხელს არ შეუშლის ადამიანებს ამ პროცესის ძიებაში, ეს მხოლოდ უფრო მომაკვდინებელს ხდის მას“, – განაცხადა გუტერეშის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები