„ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის“ – ბაიდენი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე

„ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსთვის და ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.

ამერიკის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულია და პირობას დებს, რომ აბორტის უფლებების აღსადგენად იბრძოლებს.

ამასთან, ბაიდენმა ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ აღნიშნული საკითხი ნოემბრის არჩევნებში გადამწყვეტი გახადონ და განაცხადა, რომ „ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს საბოლოო სიტყვა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები