კასიანოვი: უკრაინას არასდროს მოუწოდებია არაფრისკენ და არანაირად არ ერევა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან
უკრაინა არასოდეს მოუწოდებდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არ ერევა.
„რაც შეეხება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებებს, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების შეუძლებლობის თაობაზე, ჩვენ არასოდეს მოვუწოდებდით საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ცალკეული ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საქართველოს მხრიდან მკაცრი დაცვისა და განხორციელების მნიშვნელობას.
მინდა, გავაკეთო კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ცდილობენ, საქართველო შეათრიონ რუსეთთან ომში, ასევე, გახსნან მეორე ფრონტი. მოგეხსნებათ, უკრაინას არასდროს მოუწოდებია არაფრისკენ და არანაირად არ ერევა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან, როგორც აგრესორ და ასევე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებით“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.