ევროკავშირი უკრაინას​ მაკროფინანსური დახმარების სახით 9 მილიარდ ევრომდე გამოუყოფს

ევროკავშირის ორდღიანი სამიტის შედეგად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას 9 მილიარდ ევრომდე მაკროფინანსური დახმარება გაუწიოს.

ამის შესახებ Eurointegration წერს.

„ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ ევროკომისია უახლოეს დროში წარუდგენს წინადადებას უკრაინას 2022 წელს ცხრა მილიარდ ევრომდე ახალი განსაკუთრებული მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“, – ნათქვამია შემაჯამებელ კომუნიკეში.

უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების დამტკიცების შესახებ მაისის ბოლოს გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები