უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება შიდა ევროპული საქმეა, – თქვა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში მთავარია, რომ ამ პროცესებმა დიდი პრობლემები არ გამოიწვიოს ამ ქვეყნებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.
„პირველი, ეს, რა თქმა უნდა, შიდა ევროპული საქმეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პროცესმა მეტი პრობლემა არ მოგვიტანოს და მეტი პრობლემა არ შეუქმნას ამ ქვეყნებს ჩვენთან ურთიერთობაში. ასეთი პრობლემები ისედაც საკმარისია“, – თქვა მან.