გაიდაი: უკრაინულ არმიას სევეროდონეცკის დატოვება მოუწევს

უკრაინის არმიას ქალაქ სევეროდონეცკის დატოვება მოუწევს.

ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი Telegram-ში წერს.

„სამწუხაროდ, მოგვიწევს ჩვენი სამხედროების გაყვანა სევეროდონეცკიდან, რადგან დარბეულ პოზიციებზე ყოფნას აზრი არ აქვს: დაღუპულთა რიცხვი იზრდება“, – წერს გაიდაი.

მისი თქმით, სევეროდონეცკში, რომელსაც რუსები უკვე ოთხი თვეა, ყოველდღიურად ბომბავენ, შენობების 90% განადგურებული ან დაზიანებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები