მურატ ილდირიმი ბათუმის შემდეგ საღამოს თბილისშიც გამართავს
თურქმა მსახიობმა მურატ ილდირიმმა ბათუმის „ინტურისტებში“ საქველმოქმედო ვახშამი გამართა. შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
მსახიობი, ქველმოქმედების მიზნით, საქართველოში მეორედ ჩამოვიდა და ის აქტიურად თანამშრომლობს დიმიტრი ცინცაძის ფონდთან. მურატ ილდირიმი საქველმოქმედო საღამოს დღეს თბილისშიც გამართავს.
“მიხარია, რომ ამ საქმეს ასეთი შედეგი აქვს და ამ ბავშვების დახმარებით თქვენც დაინტერესებულები ხართ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე კიდევ გვექნება შეხვედრები და პროექტს წარმატებით დავასრულებთ. აგვისტოში იუნესკოს პროექტის ფარგლებში ბავშვების დასახმარებლად ათენში უნდა ჩავიდეთ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება, მით მეტი ადამიანი ჩაერთვება ქველმოქმედებაში“, – განაცხადა მურატ ილდირიმმა.