ზელენსკი: გულწრფელად მივესალმები ევროკავშირის საბჭოს ლიდერების გადაწყვეტილებას – უკრაინის მომავალი ევროკავშირშია

გულწრფელად მივესალმები ევროკავშირის საბჭოს ლიდერების გადაწყვეტილებას, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ეს არის უნიკალური და ისტორიული მომენტი უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში.

ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს და გმირებს, რომლებიც უკრაინას იარაღით ხელში იცავენ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ახალი ისტორია შესაძლებელი გახადეს.

„გულწრფელად მივესალმები ევროკავშირის საბჭოს ლიდერების გადაწყვეტილებას, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინას. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში. მადლობა შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის ლიდერებს მხარდაჭერისთვის. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები