ქაბულში, ნანგარჰარის, ხოსტის, პაქტიკასა და სხვა პროვინციებში წყალდიდობის შედეგად 400-მდე ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას TOLOnews-ი ავრცელებს.
წყალდიდობას გადაუღებელი წვიმები უძღოდა.
წყლის ნაკადებმა საცხოვრებლები და მოსავალი გაანადგურა.
ეს მეორე სტიქიური უბედურებაა, რომლის შედეგებს ავღანეთი ებრძვის.
22 ივნისს ქვეყანაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 1500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე დაშავებულია. ციფრები საბოლოო არ არის.