ირაკლი კობახიძე – კარლ ბილდტზე: კორუმპირებული კაცია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო და ფული ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა

ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა გუშინდელი განცხადებით პირდაპირ მიზანში მოარტყა.

“კარლ ბილტდი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დოკუმენტურად დადასტურებულია. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და წლების განმავლობაში ფული ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა. როდესაც „ნაცმოძრაობა“ სისხლიან რეჟიმს ამყარებდა და ადამიანებს აუპატიურებდა, მაშინ კარლ ბილდტი ფულის სანაცვლოდ ლობირებდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს. კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ფულის სანაცვლოდ ის პირდაპირ ლობირებდა სისხლიან რეჟიმს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები