ირაკლი კობახიძე: ხვალინდელი აქციაც „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერაა ორგანიზებული – ხვალ ბაკურიანის შეკრებისა და „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურებას გეგმავენ

“წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ არის ორგანიზებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელ აქციაზე ბაკურიანის შეკრებისა და „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურება იგეგმება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ გეგმას ასრულება არ უწერია. ისევე, როგორც წინა ათი წლის განმავლობაში, უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ არის ორგანიზებული. ეს არის „სირცხვილია“, რაც ყველამ ვიცით. ეს აქცია მათ მიერ არის დაანონსებული. ხვალ მათ დაგეგმილი აქვთ ბაკურიანის შეკრებისა და „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურება. ეს იქნება ხვალინდელი აქციის მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები