ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, რას გააკეთებდნენ ისინი
“წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს იგივე ფული რომ მიეღო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან; წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რას გააკეთებდნენ ისინი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში ყალბი ადამიანები არიან.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასაცილოა ეს. წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს იგივე ფული რომ მიეღო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რას გააკეთებდნენ ისინი. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ისინი არიან ყალბი ადამიანები და ეს სიყალბე ბოლშევიკებისთვისაც იყო დამახასიათებელი“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.