გურამ მაჭარაშვილი – პრეზიდენტის ვეტოზე: სამწუხაროდ, ეს ადამიანი ხშირად გადის თავისი ფუნქციებიდან, რა ვქნათ, ეს არის მოცემულობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.
“პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს ვეტო არაა სამართლებრივი და არის პოლიტიკური, ეს ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ეს ადამიანი ხშირად გადის თავისი ფუნქციებიდან. რა ვქნათ. ეს არის მოცემულობა. ჩვენ შემოვიტანეთ დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი, ზეპარტიული ინსტიტუტი, ესაა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ვინ როგორ შეასრულებს ამას, ესაა დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება პრეზიდენტი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.