შარლ მიშელი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას მკაფიო ევროპულ პერსპექტივას მივანიჭებთ

ევროსაბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს 23 ივნისს მიანიჭებენ.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა.

“ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისთვის. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას, ასევე, მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას”, – თქვა მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები