“დადებითად ვაფასებთ სახელმწიფოს სწრაფი მოქმედებების შედეგებს, რომელმაც უკრაინელი მოსწავლეების საქართველოს განათლების სისტემაში მიღება უზრუნველყო“ – „ახალგაზრდა ადვოკატები“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ დადებითად აფასებს სახელმწიფოს იმ სწრაფი მოქმედებების შედეგებს, რომელმაც უკრაინელი მოსწავლეების საქართველოს განათლების სისტემაში მიღება უზრუნველყო, – ამის შესახებ ორგანიზაციის იურისტმა, სოფიო ჭელიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციამ საქართველოს მიერ უკრაინასთან მიმართებით გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობა შეისწავლა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ დადებითად აფასებს სახელმწიფოს მიერ იმ სწრაფი მოქმედებების შედეგებს, რომელმაც უზრუნველყო უკრაინელი იძულებით ადგილნაცვალი პირების საქართველოს განათლების სისტემაში მიღება.
ორგანიზაციამ საქართველოს მიერ უკრაინასთან მიმართებით გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობა შეისწავლა.
დგინდება, რომ უკრაინელი მოსწავლეების საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურა არ შეეხება უკრაინიდან საომარი მოქმედებების გამო წამოსულ მოსწავლეებს და მათი ჩარიცხვა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული წესით განხორციელდება იმ კლასებში, რომლებიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.
ენობრივი ბარიერისა და ინტეგრაციიდან გამომდინარე, სკოლებმა დაიწყეს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შემუშავება. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს აქვთ უფლება, სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა. სსიპ ქალაქ თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის #41 საჯარო სკოლას დაემატა უკრაინული სექტორი, სადაც სწავლა ხორციელდება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ამოქმედდა „უკრაინულ ენაზე ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამა“. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გადაეცათ ბუკები.
სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინელი მოსწავლეები სარგებლობენ მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიანი პირობით. უკრაინელი მოსწავლეების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისევე, როგორც უკრაინელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოიპოვონ სწავლის უფლება ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე”, – განაცხადა იურისტმა.