რუსეთთან პარტნიორობა, რომელიც ნატოს 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში არის ნახსენები, მისი აგრესიული, იმპერიალისტური პოზიციის გამო, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა.
ნატოს სამიტისგან, რომელიც 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება, ოლაფ შოლცი უკრაინის ომის ფონზე ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალს ელის.
ამასთან, გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უგუნური იქნება ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის შეწყვეტა, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტსა და მის პროპაგანდას წაადგება.
გერმანიის კანცლერის თქმით, 1997 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს იმ პრინციპებს, რომელსაც პუტინი ასე უხეშად არღვევს – ძალადობაზე უარის თქმა, საზღვრებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემა.