“მზად ვართ რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებისთვის” – ლიეტუვის პრეზიდენტი
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ვილნიუსი გააფართოებს სავაჭრო შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც რუსეთს კალინინგრადის გავლით მიეწოდება.
ამის შესახებ Reuters წერს.
მან ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვა მზად არის რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებისთვის, მათ შორის, რეგიონალური ენერგოსისტემიდან შესაძლო გათიშვისთვის.
ამასთან, ნაუსედამ თქვა, რომ სამხედრო დაპირისპირებას არ ელოდება.
„ჩვენ მზად ვართ რუსეთის მხრიდან არამეგობრული ქმედებებისთვის, როგორიცაა BRELL-ის სისტემიდან გათიშვა და სხვა“, – განაცხადა ნაუსედამ.
BRELL არის ბელარუსის, რუსეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ელექტრო ქსელების ინტეგრაციის სისტემა. რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ბალტიისპირეთის ქვეყნები მისგან გამოსვლის გეგმების შესახებაც განაცხადეს.